Posts

Showing posts from May, 2017
Image
გერმანული ავჩარკა დღევანდელი სახით გერმანული ნაგაზი გამოიყვანა  მაქს ფონ შტეფანიცმა  XIX საუკუნის ბოლოს.  ვიურტემბერგის ,  ტიურინგის  და  ბავარიის  მეცხვარე ძაღლების შეჯვარებით ფონ შტეფანიცმა მიიღო ლამაზი, ფხიზელი, დამჯერი გერმანული ნაგაზი. 1915 წლამდე გამოფენებზე გამოჰყავდათ როგორც გრძელბალნიანი, ასევე მოკლებალნიანი ნაგაზები. დღესდღეობით უმეტეს ქვეყანაში გამოფენაზე დაიშვება მხოლოდ მოკლებალნიანი ნაგაზი. მნიშვნელობა აქვს ბალნის შეფერილობასაც. გამოფენაზე დაიშვება შავი-წითური, შავი-ნაცრისფრით და შავი შეფერილობის ძაღლები. ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალულია ყვითელი და კრემისფერი სახესხვაობები. ჯერ კიდევ ისტორიკოსი  ტაციტი  წერდა "მგლის მსგავს ძაღლზე  რეინის  მიმდებარე მიწებიდან". სრულებით შესაძლებელია, რომ გერმანული ნაგაზი და მისი ახლომონათესავე ჰოლანდიური და ბელგიური ნაგაზები დღევანდელი სახით ჯერ კიდევ ათასი წლის წინ არსებობდნენ.  პირველი მსოფლიო ომის  დასაწყისისთვის გერმანული ნაგაზი ძალიან პოპულარული გახდა გერმანიაში და მალე მთელ მსოფლიოში გავრცელდა. უწესრიგო შეჯვარებამ გამოი