ჰასკი ციმბირულ ჰასკის მომთაბარე ესკიმოსები მარხილში შესაბმელად იყენებდნენ. XIX საუკუნეში ის ვაჭრებმა დაინახეს და 1909 წელს რამდენიმე ძაღლი აშშ -ში ჩაიყვანეს. ელეგანტური ციმბირული ჰასკი სხვა შესაბმელ ძაღლებთან შედარებით პატარაა. შპიცის სხვა სახეობების მსგავსად ის იშვიათად ყეფს (ისევე როგორც მგელი). ჰასკი ძალიან პოპულარულია კანადაში , აშშ-სა და იტალიაში , მისი ბალნის ფერი შეიძლება მრავალფეროვანი იყოს, ის ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ძაღლებს შორის, რომლის თვალის ფერი შეიძლება იყოს ცისფერი, ყავისფერი, თხილისფერი ან ვარდისფერი. ციმბირული ჰასკი ღირსეული, კეთილი ძაღლია, შესანიშნავი კომპანიონია. ის ვერ ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას, სჭირდება დიდი ფიზიკური დატვირთვა, კარგად იტანს სიცივეს. აქვს დაკუნთული, სწორი ფეხები, საშუალო ზომის სამკუთხა ყურები, კუდი დამძიმებულია სქელი ბალნით და ბეწვის ცვენის პერიოდში განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.
Posts
Showing posts from April, 2017
პომერანიული შპიცი
- Get link
- X
- Other Apps
პომერანიული შპიცი მართალია, პომერანიულ შპიცს ნებივრობა და მოფერება უყვარს, მაგრამ ასევე მოსწონს თამაში და ცელქობა. ეს საოცრად დამყოლი არსება ნებისმიერ პატრონს შეეგუება . პომერანიული მასზე ბევრად დიდ, შპიცის ტიპის მარხილის გამწევ ძაღლებს ჰგავს, რომელთაგანაც წარმოიშვა. იგი გამოიყვანეს XIX საუკუნეში, როცა მოდაში დეკორატიული ძაღლები შემოვიდა. ამ ძაღლის წვრთნა ადვილია. პატარა, მხიარული პომერანიული კარგი მოდარაჯე ძაღლია და მიუხედავად მცირე ზომისა, ხმამაღალი ყეფით უმალ გაცნობებთ, თუ რაიმე უჩვეულოს შენიშნავს. ადვილად აღგზნებადია, მაგრამ მალე მშვიდდება და დამჯერი ხდება. ეს პატარა ძაღლი მოსიარულე ღრუბელს ჰგავს. პაწია, მელიის მსგავსი სახე აფუებულ ფაფარში ძლივს უჩანს. ყოველდღიურად გაუწმინდეთ თვალები და ყურები და ვეტერინართან ატარეთ კბილების გასასინჯად. დახასიათება: ბეწვი რბილი, ხშირი თივთიკი და ხშირი, უხეში ბალანი;