პომერანიული შპიცი


პომერანიული შპიცი






მარ­თა­ლი­ა, პო­მე­რა­ნი­ულ შპიცს ნე­ბივ­რო­ბა და მო­ფე­რე­ბა უყ­ვარს, მაგ­რამ ასე­ვე მოს­წონს თა­მა­ში და ცელ­ქო­ბა. ეს სა­ოც­რად დამ­ყო­ლი არ­სე­ბა ნე­ბის­მი­ერ პატ­რონს შე­ე­გუ­ე­ბა . პო­მე­რა­ნი­უ­ლი მას­ზე ბევ­რად დიდ, შპი­ცის ტი­პის მარ­ხი­ლის გამ­წევ ძაღ­ლებს ჰგავს, რო­მელ­თა­გა­ნაც წარ­მო­იშ­ვა. იგი გა­მო­იყ­ვა­ნეს XIX სა­უ­კუ­ნე­ში, რო­ცა მო­და­ში დე­კო­რა­ტი­უ­ლი ძაღ­ლე­ბი შე­მო­ვი­და. ამ ძაღ­ლის წვრთნა ად­ვი­ლი­ა. პა­ტა­რა, მხი­ა­რუ­ლი პო­მე­რა­ნი­უ­ლი კარ­გი მო­და­რა­ჯე ძაღ­ლია და მი­უ­ხე­და­ვად მცი­რე ზო­მი­სა, ხმა­მა­ღა­ლი ყე­ფით უმალ გაც­ნო­ბებთ, თუ რა­ი­მე უჩ­ვე­უ­ლოს შე­ნიშ­ნავს. ად­ვი­ლად აღ­გზნე­ბა­დია, მაგრამ მა­ლე მშვიდ­დე­ბა და დამ­ჯე­რი ხდე­ბა.

ეს პა­ტა­რა ძაღ­ლი მო­სი­ა­რუ­ლე ღრუ­ბელს ჰგავს. პა­წი­ა, მე­ლი­ის მსგავ­სი სა­ხე აფუ­ე­ბულ ფა­ფარ­ში ძლივს უჩანს.  ყო­ველ­დღი­უ­რად გა­უწ­მინ­დეთ თვა­ლე­ბი და ყუ­რე­ბი და ვე­ტე­რი­ნარ­თან ატა­რეთ კბი­ლე­ბის გა­სა­სინ­ჯად.


  დახასიათება:

ბეწ­ვი
რბი­ლი, ხში­რი თივთიკი და ხშირი, უხეში ბალანი; 
შე­ფე­რი­ლო­ბი: ნაცრისფერი, ცისფერი, ნარინჯისფერი, კრემისფერი და სხვ.

კუ­დი

ლა­მა­ზი და უხ­ვბეწ­ვი­ა­ნი, სი­ა­რუ­ლი­სას ზურ­გის­კენ აზი­დუ­ლი.

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი აქვს სწო­რი და პა­რა­ლე­ლუ­რად გან­ლა­გე­ბუ­ლი, უკა­ნა – ზო­მი­ე­რად 
და­კუნ­თუ­ლი.

თათები
ამო­ბურ­ცუ­ლი და კომ­პაქ­ტუ­რი.

თვა­ლე­ბი
მუ­ქი, ნა­თე­ლი და ნუ­შის ფორ­მის.

სა­ხე
კარ­გი პრო­პორ­ცი­ის და ოდ­ნავ წაწ­ვე­ტე­ბუ­ლი, გო­ნივრული გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

ცხვი­რი

შა­ვი და ღი­ლი­სე­ბუ­რი.



Comments

Popular posts from this blog